რეზონანსი
07.08.2020

მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამკურნალო საშუალებების წინააღმდეგ მდგრადი და წინააღმდეგობის გაწევის უნარის მქონე ახალი პარაზიტი, რომელიც იწვევს მალარიას. კვლევამ დაადასტურა, რომ აღნიშნულ პარაზიტებს შეუძლიათ დღეს მსოფლიოს სამედიცინო სივრცეებში არსებული ცნობილი ანტიმალარიული წამლის, არტემისინინის მიმართ გამოიჩინოს „წარმატებული რეზისტენტულობა“.

მეცნიერები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კონტინეტის მაცხოვრებელთათვის სერიოზულ ჯანმრთელობის საფრთხეს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მალარიის გამომწვევი პარაზიტები, რომლებმაც შემაშფოთებელი შედეგები აჩვენეს, პასუხისმგებელნი არიან 1980-იან წლებში მალარიისგან დამატებით მილიონობით ბავშვის სიკვდილში. როდესაც პირველად შეიქმნა მალარიის საწინააღმდეგო წამალი, ქლოროქინი, მკვლევარებს იმედი ჰქონდათ, რომ დაავადება რამდენიმე წელიწადში აღმოიფხვრებოდა, თუმცა 1950-იანი წლებიდან პარაზიტები განვითარდნენ, გაძლიერდნენ და აღნიშნული პრეპარატის მიმართ რეზისტენტულები გახდნენ.

დღედღეობით ზემოხსენებული პარაზიტის ფონზე მალარიის ეპიდემიის ძლიერი მასშტაბებით გავრცელების შემთხვევაში მსოფლიოში არ არსებობს საიმედო პრეპარატი, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებს 100 %-იანი ალბათობით უზრუნველყოფს განკურნებაში. 2018 წელს მალარიის შემთხვევათა 90 % აფრიკაში დაფიქსირდა, რომელმაც გამოიწვია 400 000-მდე ადამიანის გარდაცვალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×