რეზონანსი
07.08.2020

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ ის საქართველოს პროკურატურას ენდობა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაჩალიაშვილის საქმეზე შესაბამისად ვერ მუშაობს, რის გამოც ოჯახმა პროკურატურას მიმართა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, ოჯახს დაპირდა, რომ ის გამოძიებას ზედამხედველობას გაუწევს და დააკვირდება, რომ საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებული.

"როგორც საქმე მიმდინარეობს ქვემო-ქართლის სამმართველოში, ისევ განმეორდა ის სიტუაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ლაქის მიყენების გარდა არაფერი არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ პროკურატურას მივმართოთ.

ირაკლი შოთაძემ გუშინ მიგვიღო, გულთან მიიტანა ყველა ჩვენი ტკივილი და სიტყვა მოგცა, რომ ეს საქმე მისი ზედამხედველობის ქვეშ იქნება და ბოლომდე დააკვირდება, რომ მალე გამოიძიოს ეს საქმე და სიმართლე დამტკიცდეს. მე მას ვენდობი",-აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×