რეზონანსი
07.08.2020

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს კომპანია „ზეგ“-ის საქმიანობის შესახებ. ჟურნალისტი ინტერესდება არის თუ არა ქვეყნაში დასჯადი პორნოგრაფიული ვიდეომასალის დამზადება და წერს, რომ იმ საიტზე, რომელსაც კომპანია „ზეგ“ დეველოპერულ მხარდაჭერას უკეთებს, პორნოგრაფიულ ვიდეოებში ქართულ ენაზე საუბარი ისმის.

„იურისტები ვინც ხართ, გამარკვიეთ ერთ საკითხში. ვარკვევ და მგონი ცოტა ბუნდოვანია კანონმდებლობა. რამდენიმე შეკითხვას ჩამოვწერ და განვიხილოთ.

საქართველოში პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება არის თუ არა დასჯადი ? მაგალითად, გადავიღე პორნოგრაფიული ვიდეო, მერე ეს ვიდეო ვინმეს მივყიდე და აიტვირთა უცხოურ საიტზე. არის თუ არა ეს დანაშაული?

საიტზე, რომელსაც კომპანია ,,ზეგ” უწევდა უზრუნველყოფას, სხვა მასალებთან ერთად ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც. ისმის ქართული საუბრები და მონაწილეები არიან, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები. თავად ვიყავი შესული ამ საიტზე და დავათვალიერე ყველაფერი.

ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით, ეკისრება თუ არა კომპანია ,,ზეგს” რაიმე პასუხისმგებლობა. გასაგებია, რასაც ამბობს ეს კომპანია, რომ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა, მაგრამ შეუძლებელია, ამ კომპანიის თანამშრომლები არ დაინტერესებულიყვნენ, ვის უწევენ უზრუნველყოფას და ამ გვერდზე შესულები არ იყვნენ, არ იცნობდნენ შინაარსს.

თუ საიტზე შესული ხარ, აუცილებლად ძალიან მარტივად ნახავ საქართველოში დამზადებულ პორნოგრაფიულ მასალას. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რა სახით ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ დანაშაულია აქ პორნოგრაფიის შექმნა და შენ ამას ხედავ უცხოურ საიტზე, გეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება?

მაგალითად, შეატყობინო შესაბამის სტრუქტურებს? უცხოურმა საიტმა რატომ შეარჩია პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია საქართველოში? მოკლედ, რადგან მეჩვენება, რომ კანონმდებლობა არ არის მთლად მკაფიო, მაინტერესებს მოსაზრებები, მათ შორის იურისტების. ამ ეტაპზე ეს შეკითხვები მაქვს.

აქვე განმარტების სახით: კომპანია ,,ზეგი: ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს. რეირბახსვე ეკუთვნის კომპანია ,,ტროპიკალ ემბისი”. ჩემ მიერ ნახსენები პორნოსაიტი (რომლის მისამართს აქ არ ვწერ) წარმოადგენს ,,ტროპიკალ ემბისის”, - წერს სანაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Eka   (07.08.2020)
Kvelaperi nagavshi shven rogor ynda vikot, gacvrili,dzan ki gaykvirda bevrc, gorshi cakytar mshoblebc da kavdat gadagebebze bavshvebi. Amdeni pyli ixarjeba cicylele, ragac inctitytebze, ar jobia shveni cecebit vicxovrot,rogorc movedit akamde, ra aycilebelia kartveli kali moxedoc mcoplioc ara kargi caxelit,caxemcipo vicac gkviat, marto pylic mogrovdeba ara cakmarici, circxvili namycic gvjirdeba... Da ypirveleci txovna, shemovigot ckolebshi pormebi, da teleponebi aekrdzalot bavshvebc.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×