რეზონანსი
07.08.2020

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში ბელარუსს ნატო და ევროკავშირი სანქციების დაწესებით დაემუქრა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენომ განაცხადა.

როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, 2009 წელს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ სოლანამ, მას სთხოვა არ ეღიარებინა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა", რადგან ამას დსთ-ს ქვეყნებში ჯაჭვური რეაქცია მოჰყვებოდა.

ლუკაშენკოს განმარტებით, ხავიერ სოლანამ მას იმ სანქციების ჩამონათვალი გააცნო, რომლის წინაშეც ქვეყნა აღმოჩნდებოდა, ყველაზე მთავარი აქედან "სვიფტის" საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემიდან გათიშვა იყო.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში მიყენებული ზარალის ანაზღაურების წინადადებით მან რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს მიმართა, თუმცა შეთანხმება ამ საკითხზე არ შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Robi   (07.08.2020)
Nagavi lukashenko eseigi tanxaze ver morigdnen torem agiareba gardauali iyo..mogishorebs xalxi am dgeebshi..


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×