რეზონანსი
07.08.2020

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ FBI ოფიციალურად ჩაერთოს საქმის გამოძიებაში. 

„რაც შეეხება ამ გოგონას გარდაცავალების საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვიმეორებ, ხელოვნურად გაზრდილად მეჩვენება მოლოდინები. არ ვიცი ეს ადვოკატისგან მოდის, თუ სხვა მხარიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ფედერალური ბიურო არასოდეს არ წავა ხელისუფლების წინააღმდეგ - იმ დასკვნების, იმ მიმართულებების და ვერსიების წინააღმდეგ, რაც გამოძიებას უკვე აქვს. ის, რომ ფედერალური ბიუროს გამომძიებლები ჩამოვიდნენ, ოჯახთან დასხდნენ და ერთად დაიწყონ გამოძიება, ეს გამორიცხულია.

არის ერთი ვერსია, რაც არასად არ თქმულა და არავინ საუბრობს, მაგრამ საყურადღებოა: ყველა ამბობს, რომ ამ გოგონამ ვიღაცაზე იპოვა კომპრომატი, მაგრამ მასზე ხომ არ ჰქონდათ კომპრომატები? საფრანგეთში ყოფნის მონაკვეთი ავიღოთ, ხომ არ აშანტაჟებდნენ ამ გოგონას მთელი ამ პერიოდის მანძილზე? არ ვიცით, რა სახის კომპრომატი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მისი მოქმედება, იძულება, რომ რაიონში წავიდა, რაღაცას ეძებდა, ძალიან ჰგავს დაშანტაჟებული ადამიანის მოქმედებას და შიშს, რომ რაღაცას ვერ ამბობს. დავუშვათ, რომ ადამიანმა შემთხვევით გახსნა ვიღაცის ფაილები და ნახა რაღაცა, ამ შემთხვევაში მოქმედებების არეალი ფართეა და მას შეუძლია თავი გადაირჩინოს. მაგრამ თუ სხვას აქვს შენზე კომპრომატი, მაშინ, გააჩნია კომპრომატს, რადგან ის სხვა ყველაფერს გაკეთებინებს.

არ ვიცი ოჯახს მოეწონება თუ არა, მაგრამ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. აუცილებლად, ამ მიმართულებითაც უნდა მუშაობდეს გამოძიება", -  განუცხადა "ფორ.გე"-ს ალადაშვილმა.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუ   (07.08.2020)
შესაძლებელია ასეთი ვარიანტიც და საყურადღებოა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×