რეზონანსი
06.08.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში, ბაჩალიაშვილის ე.წ შეყვარებულის ბაჩანა ლობჟანიძის შესახებ ყვება.

გოგონა ყვება თუ როდის და როგორ გაიცნო ბაჩანა. დეა აცხადებს, რომ ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის შეყვარებული არ იყო. თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული, რომელსაც იგი 2018 წელს დაშორდა.

დეა კაპანაძე აცხადებს, რომ როდესაც ბაჩანა გაიცნო შთაბეჭდილება დარჩა, რომ ბიჭი მისგან ინფორმაციას იღებდა.

"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული, რომელიც ვიცი და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე. 22-ში თუ 23-ში რომ მომწერა გაკვირვებული ვიყავი, ვინ ხარ და რატომ არ მითხრა თამუნამ არაფერ-მეთქი....ძალიან ცუდად ვიყავი, ეს იყო თამუნას გარდაცვალების შემდეგ, მაშინ შევედი ბაჩანასთან კონტაქტში. რომ მწერდა და თამუნას ფოტოებს მიგზავნიდა ვენდე...მეგონა კურსელი იყო. არ ვიცი ეს ადამიანი რას წარმოადგენს. როცა შევხვდი ის შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. მარიამ ვარდიაშვილმაც ასე თქვა, სულ კითხვებს მისვამდა... თამუნას მეგობრები დაიმატა ბაჩანამ თამუნას გარდაცვალების შემდეგ... ყველას კითხვებს უსვამდა, წერდა..." - ყვება დეა კაპანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×