რეზონანსი
06.08.2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის თემში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, შუახნის მამაკაცს მუცლის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ღონისძიებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×