რეზონანსი
06.08.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, „ქრონიკამ“ ექიმ-ფსიქიატრის დასკვნა მოიპოვა, რომელიც 2012 წლით თარიღდება.

„ფსიქიკური პრობლემები შეექმნა დაახლოებით ორი თვეა. მშობლებს დიდი ხანია აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა. ხშირია ოჯახში ჩხუბი, მამა გამოირჩევა ფეთქებადობით, აღგზნებადობით, ეტანება ალკოჰოლს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს პაციენტი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა.

დაახლოებით ორი თვის წინ ოჯახში მორიგი კონფლიქიტის შემდეგ, დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი, აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა, იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები. ყვიროდა მომბეზრდა ყველაფერი.

მდგომარეობაში. მეორე დღეს გაეწერა სახლში, სადაც კვლავ იყო დათრგუნული. ბოლო ერთი დღეა არ უჭამია საჭმელი, ამის შემდეგ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში”, – წერია ექიმ ხათუნა ჩაფიძის დასკვნაში.

„იმედის“ ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი კლინიკაში 2012 წლის იანვარში მოხვდა. ამას წინ უძღოდა მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, სადაც მამის მხრიდან დედაზე ძალადობის შესახებ საუბრობდა. 

მაშინ თამუნას მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×