რეზონანსი
06.08.2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს, სწავლის საფასურის 50% სამინისტრო დაფარავს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დაფინასება მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევარის დაფარვას.

„თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ პროგრამას იწყებს, ჩვენს სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს ხელს შევუწყობთ, უმაღლესი განათლების მიღებაში. და ამავდროულად შევუმცირებთ იმ ფინანსურ დანახარჯებს, რომელთა გაწევა მათი ოჯახის ბიუჯეტიდან უწევდათ. განათლება თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მიმართულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ განათლებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ თავდაცვის ძალებს

ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, სამინისტრო საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სამხედროებს, მათ მეუღლეებსა და შვილებს 750-ლარიანი, მინისტრის სტიპენდია დაენიშნებათ.

„აქვე გაცნობებთ ჩვენს მეორე ინიციატივას, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სამხედროების, მათი მეუღლეებისა და შვილებისთვის ვაწესებთ სემესტრულ, 750 ლარის ოდენობით მინისტრის სტიპენდიას", - განაცხადა ღარიბაშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×