რეზონანსი
06.08.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის თვითდასაქმებულები, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს სრულად დოკუმენტაცია, ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

"თვითდასაქმებულების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობას მომართა 250 000-მა საქართველოს მოქალაქემ თხოვნით ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით. რა თქმა უნდა ეს დახმარება მიიღო ყველამ 170 000-მა მოქალაქემ, რომელსაც ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული.

მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა იმ დარჩენილ 80 000-ს საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შევსების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს  300 ლარი ერთჯერად, დახმარების თვალსაზრისით.

ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაგრძელდება და გრძელდება შესაბამისი ვადებით. როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×