რეზონანსი
06.08.2020

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს. დაზიანებულია ავტობუსის საქარე მინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი ხობის რაიონის სოფელ ქვალონში მოხდა. ავტობუსი ავტოსატრანსპორტო გაერთიანება „გლობუსს“ ეკუთვნის.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, სოფელთან დახვდნენ სპეციალურად, რომ მგზავრები დაეშინებინათ და მინები ჩაამსხვრიეს. მისივე ცნობით, ამის შემდეგ, აღნიშნული პირები იმავე სოფელში ავარიაში მოყვნენ, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანია „გლობუსის“ კუთვნილ ავტობუსს თავს ესხმიან. სოფელ ცაიშში ავტობუსს ქვები მიმდინარე წლის 9 ივლისსაც დაუშინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×