რეზონანსი
05.08.2020

 თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით გამოძიებას არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ვერსიაა ყველაზე რეალური და რა გახდა სინამდვილეში 23 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი.

ჰქონდა თუ არა მას პრობლემები სამსახურში? სახლში? ან ვინმე სხვა პირებთან? ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან სამსახურიც მიატოვა და სახლშიც, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, სევდიანი ჩანდა.

რა, ან ვინ აწუხებდა უცნობია, რადგან პრობლემებზე სხვებთან არ საუბრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 14 წლის იქნებოდა, როდესაც სამართალდაცველებისთვის ჩვენების მიცემა მოუწია. მაშინ საქმე ოჯახში არსებულ კონფლიქტს ეხებოდა, რა დროსაც მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მისი მამა დააკავეს, ბრალი წარუდგინეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაშინ, 2011 წელს გამოძიებამ თამუნა პედაგოგის თანდასწრებით დაკითხა, რომელმაც დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი.

„დედაჩემმა ვინაიდან იყო ცუდად ოთახის ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის ექიმებმაც აღმოუჩინეს პირველადი სასწრაფო დახმარება და შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა კი გამოიძახეს პოლიცია, რომლებიც მოვიდნენ რამდენიმე წუთში, რა დროსაც დედაჩემმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა რომ სცემა მეუღლემ“, – წერია ჩვენებაში.

აქვე ის დეტალურად ყვება, თუ რის ნიადაგზე იწყებოდა კონფლიქტი მშობლებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მსგავსი ქმედების გამო თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ჰქონდა გამოწერილი.

მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×