რეზონანსი
05.08.2020

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, არ გამორიცხავს, რომ კომპანია ZAG, სადაც პროგრამისტი მუშაობდა, პორნოინდუსტრიასთანაა დაკავშირებული.

ბაჩანა ლობჟანიძის ამ ბრალდებებს „მთავარი არხის“ ეთერშივე უპასუხა კომპანია ZAG-ის ადვოკატმა.

„ქართულ მენტალიტეტთან შეუთავსებელ საქმიანობას არ ახორციელებს. კომპანია ZAG წერს პროგრამას და ამ კონკრეტული პროგრამის დაწერის შემდეგ, ის გადადის დამკვეთის საკუთრებაში. დამკვეთი რას გამოიყენებს და როგორ გამოიყენებს, ის უკვე ZAG-ს არ უკავშირდება", - ამბობს ქეთი მირიანაშვილი.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ბაჩანა ლობჟანიძე ოთხჯერ დაკითხეს. ლობჟანიძის თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×