რეზონანსი
05.08.2020

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, რომელიც შაბათს ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და გარკვეული დროით მოუწია საცობში დგომა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს.

„ადამიანურად ძალიან მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, ვმართავ ავტომობილს და ქალაქში ყოველდღიურად გადავაადგილდები ქალაქში, თქვენს ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა.ჯერ კიდევ, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და გუნდმა მერობის კანდიდატობა შემომთავაზა, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ვითხოვე რამდენიმე დღე, რადგან კარგად მესმის, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა. შეიძლება ვინმესთვის დედაქალაქის მერობის სტატუსი იყოს მიზიდველი და პრივილეგია, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მსახურებაა თბილისისა და თბილისელების წინაშე.

მივიღე გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა ავიღე. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივხვდით, რომ არ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გზას დააგებდნენ და ორმოებს ამოავსებდნენ. ჩვენ ვთქვით, რომ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში რეფორმებს გაატარებდნენ, რომლიც შეიძლება მტკივნეული და არაპოპულარული, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს თაობებისთვის", - ამბობს კალაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×