რეზონანსი
05.08.2020

ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ვინაობა ცნობილია. გოგონას ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე იყო. იგი იმ დღესვე დაიკითხა, როდესაც თეთრიწყაროში თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.

ქეთევან კობალაძე პენიტენციური დაწესებულების ბავშვთა ფსიქოლოგად მუშაობდა. ის რამდენიმე წლის წინ ია ანთაძის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთანაც თანამშრომლობდა.

კობალაძე ამბობს, რომ გამოძიებას უამრავი კითხვა ჰქონდა და მან ყველას გასცა პასუხი.

"დოკუმენტურად არის დადასტურებული, ჩაწერილი, მე ხელი მოვაწერე ყველა პასუხზე, რაც გავეცი და როგორც გავეცი, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი", - თქვა ფსიქოლოგმა.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×