რეზონანსი
04.08.2020

ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„პანდემია აძლიერებს და აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. ეს უთანასწორობები, თავის მხრივ განსაზღვრავენ, თუ ვინ ან რამდენად დაზარალდება და როგორი იქნება ზიანის აღმოფხვრისაკენ მიმართული ძალისხმევა. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მისმა სოციალურმა და ეკონომიკურმა გავლენებმა შექმნეს უპრეცედენტო გლობალური კრიზისი, რაც მოითხოვს შესაბამის რეაგირებას, მისი სირთულიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×