რეზონანსი
04.08.2020

ამ ეტაპზე არ ვიცი, აღიარებს თუ არა ბუსა ბრალს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბუსა ჟვანიას ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ჭკადუას თქმით, მისი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.

„საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბუსას პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტაპზე არ ვიცი, აღიარებს თუ არა ბუსა ბრალს, ჯერ მისი პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული. ვიცით, რომ გამოძიება დაიწყო სხვა მუხლით, მაგრამ გრძელდევა გამოძიება. დასაზუსტებელია ბევრი გარემოება, რა გარემოებებში მიიღო მან დაზიანებები. ბატონ გოგის პატივს ვცემ, კარგია, რომ ბავშვი კარგად გრძნობს თავს, თუმცა საუბარი, რომ ვიღაც თავს იძვრენს, არ შეესაბამება სიმართლეს. ბუსას დაზიანებები მუცლის არეში აქვს", - განაცხადა ჭკადუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესარიონ, იგივე ბუსა, ჟვანიას აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეუფარდა.

საქმის არსებითი განხილვა 24 სექტემბერს განახლდება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (04.08.2020)
შენი ანუსიც მოვტყან და ბუსა ჟვანიას დედისაც


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×