რეზონანსი
04.08.2020

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს მისია დააკვირდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელ მისიასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, საარჩევნო კოდექსში ქართული მხარის მიერ მიღებულ ცვლილებებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს. შემფასებელი მისია, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ მომზადდება ანგარიში.

ეუთოს დამკვირბელეთა მისიას ხვალ უკვე მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეხვდებიან. უმრავლესობის წევრები მათ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს გააცნობენ, რომლებიც კონსტიტუციაში განხორციელდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მეტი დამკვირვებელი მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×