რეზონანსი
04.08.2020

კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები მუშაობას ახალი რეგულაციებით განაახლებენ. სკოლამდელი დაწესებულებებისთვის იმოქმედებს შრომითი ინსპექციის მიერ შედგენილი წესი, შესაძლებელია ჯგუფებში პრევენციის მიზნით, ბავშვების რაოდენობა შემცირდეს.

პროტოკოლის სამუშაო ვერსიაში ასევე ნათქვამია, რომ ბაგა-ბაღებში, მხოლოდ ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომლებიც სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება.

სააღმზრდელო დაწესებულებაში შესვლამდე სავალდებულოდ რჩება თერმოსკრინინგის გავლა.

„ამ ეტაპზე ზოგადი მოთხოვნები, როგორიც არის დისტანცია, სადენზიფექციო სამუშაოების განხორციელება ეს იქნება შესაბამისად მოთხოვნა, რაც შეეხება ზოგადად სხვა პროტოკოლურ მოთხოვნებს, ეს უახლოეს დროში კერძო და სახელმწიფო სექტორთან შეთანხმებით იქნება დაზუსტებული, მათ შორის ბავშვების რაოდენობაც", - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×