რეზონანსი
04.08.2020

რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თემქაზე ორი აფეთქება მოხდა. თუმცა აფეთქების გამომწვევ დეტალებზე არაფერი აღარ ითქვა.

„ორი ძლიერი აფეთქების ხმა იყო. რა აფეთქდა ხალხო" - წერდნენ სოციალურ ქსელში.

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ 15 ივლისს თემქაზე აფეთქება არ მომხდარა და საზოგადოებას ფეიერვერკის ხმა აფეთქებაში აერია. ფეიერვერკი კი რეჟისორ ბაკურ ბაკურაძის იდეით გაუშვეს, რომელიც "მეფეთა სავანეში" გადაცემა "ავტოგრაფის" პრომოს იღებდა.

- ზურაბ წერეთლის ობელისკთან, ჩვენ ვიღებდით გადაცემა "ავტოგრაფის" მეორე სეზონის პრომოს, სადაც გვჭირდებოდა ორი ფეიერვერკის გასროლა, მაგრამ ვიღაცამ გაავრცელა ფეიკ-ნიუსი, თითქოს თემქაზე აფეთქება მოხდა.

ჩვენი გადაღება შეთანხმებული იყო ყველა უწყებასთან, მერიასთან, შსს-თან და ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა მუშაობა. გადაღების შინაარსიც ცნობილი იყო მათთვის და გადასაღებ მოედანზე ჩვენთან ერთად, იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×