რეზონანსი
04.08.2020

„სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მარნეულში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა დაფიქსირდა.

„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამენტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი, დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგბლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია",- ნათქვამია ანგარიშში.

ამავე კვლევის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2 და „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელზე ზეწოლის 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე დაფიქსირდა პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1 და პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის 1 ფაქტი.

კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×