რეზონანსი
04.08.2020

ლონდონის ბაღში დაჭრილის საქმეზე დაკავებული 23 წლის ბაჩანა ციცქიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული "თავის თავზე აიღო". ინციდენტი გუშინ, 3 აგვისტოს, ლონდონის ბაღში მოხდა, სადაც საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა დაჭრეს.

ადვოკატის თქმით, ლონდონის ბაღში მომხდარ ინციდენტში ბაჩანა ციცქიშვილი არ მონაწილეობდა.

ის ადამიანი ამის გამკეთებელი არ იყო, რომ დავსხედით და ველაპარაკე, მან თავის თავზე აიღო ყველაფერი, ვერ გეტყვით რამ განაპირობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა განვიცადეო, უბრალოდ, არ დააკონკრეტა ეს პოლიცია იყო თუ ვიღაც სხვა, ამას გავყვებით და გავარკვევთ", - თქვა ადვოკატმა ცოტნე ჭკადუამ.

რაც შეეხებათ დაჭრილებს, ორივე დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება 2 ან მეტი პირის დაჭრის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტი გუშინ, 3 აგვისტოს, ლონდონის ბაღში მოხდა. 18 წლის ახალგაზრდები - საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა მეგობრები არიან. ისინი დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×