რეზონანსი
04.08.2020

დღეს, 4 აგვისტოს 17.30-ზე საათზე ალეკო ელისაშვილი საკუთარი პარტიის "მოქალაქეების" პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ ელისაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ყაზბეგის გამზირზე, 6 ნომრის ეზოში გაიმართება ჩვენი პარტიის - პარტია "მოქალაქეების" პრეზენტაცია. თუ პოლიტიკოსობა საქართველოს სახელით ხალხის გაღატაკებაა, მაშინ ჩვენ არ ვართ "პოლიტიკოსები". ჩვენ ვართ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები და თავად საქართველოს მოქალაქეობა მიგვაჩნია ყველაზე დიდ პასუხისმგებლობად ქვეყნის წინაშე. ჩვენი უმთავრესი მიზანი ქართველებისთვის ღირსეული ცხოვრების დაბრუნებაა! 30 წლიანი დამოუკიდებლობის თავზე ნამდვილად ვიმსახურებთ ქართველები ღირსეულ ცხოვრებას!

პარტიის გუნდის პრეზენტაციასთან ერთად, ელისაშვილი დღეს დამსწრე საზოგადოებას საბურთალოს ოლქში მაჟორიტარად კენჭის ყრის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებასაც გააცნობს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ელეკო ელისაშვილმა ხმათა 16,6%-ით, კახი კალაძის და ზაალ უდუმაშვილის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
##   (04.08.2020)
წარმატებები ალეკო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×