რეზონანსი
04.08.2020

მცხეთის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სამი პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ მცხეთის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კრიტიკული პაციენტი ასაკოვანი ქალია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 46 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გუშინ დღის განმავლობაში ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ. ახალი პაციენტი ჯერ არ დაგვმატებია. კლინიკაში რამდენიმე მძიმე პაციენტი გვყავს. სამი ავადმყოფი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მათგან ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

გვყავს რამდენიმე საყურადღებო პაციენტი. ჩვენს კლინიკაში ასევე არიან მსუბუქი მიმდინარეობის ავადმყოფებიც", - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19"-სგან ასზე მეტი პაციენტი განიკურნა.

„დღეს კიდევ 12 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით. პირველ ტესტირებაზე მათ უკვე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ და 24 საათიანი შუალედით, მეორე პასუხს ველოდებით. ასეთ პაციენტებთან მოლოდინი მეტწილად ამართლებს", - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×