რეზონანსი
04.08.2020

გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ახლო ნათესავი ნიკა ბაჩალიაშილი, სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოს აქვეყნებს და მას ისტორიულ გმირებს, უშიშარ ადამიანებს ადარებს.

„ეს ის ინგილო გოგოა, მეფისთვის თავზე ქლიავი რომ უნდა დაეყარა, მაგრამ არ აცადეს. მონები მიუგზავნეს და ისტორია წაშალეს. ეს ის გოგოა, რომელმაც სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლა პატიოსნად ისე, რომ სხვა არავინ გაწირა. ეს ის გოგოა, ვისზეც წიგნებში წერდნენ ადრე, ვისზეც ფილმებს უნდა იღებდნენ ჩვენს დროში, მაგრამ ყველა ჩუმად ვართ, ველოდებით სხვა რას იტყვის, სხვა რას დაწერს და „დავულაიქებთ“. ეჰ...

განა არიცოდა სად მიდიოდა, განა არ შეეძლო სისუსტე გამოეჩინა და სხვაც ჩაეგდო საფრთხეში, მაგრამ არა, „მარტო“, ვაჟკაცურად, უშიშრად როგორც ინგილო ქალს შეეფერება, ისე წავიდა და როგორც ყოველთვის უმუხთლეს, სამშობლოს უღალატეს ისევ შუბლძარღვგაწყვეტილებმა!

ეს შედარება თამარისთვისაა თორე ერეკლე მეფესთან შესადარებელი ვინაა და სადღაა?!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
Gigi   (04.08.2020)
აი ეს არის გმირი,ყველას გმირს რო ეძახიან, ამას ქვია გმირობა,მე რო ვიყო ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭებოდა მის სახელი.

IVERIELI   (04.08.2020)
საქართველო დიდ განსაცდელს გადაარჩინა მე მგონი

ბათუ   (04.08.2020)
როდესაც იცი საშშროება გელოდება არ უნდა გაჩერდე და აიღო საკუთარ თავზე იმ იმედით მოვერევიო.არსებობდა მეგობრები,მშობლები და მთავარო შესაბამისი ორგანოები.მან არცერთს არ მიმართა ე.ი. იცოდა თავისი ჩადენილი საქმე იყო არაკანონიერი....მაგრამ სიცოცხლეს რატომ არ გაუფრთხილდა?

ლალი ქობალია.   (04.08.2020)
ამხელა მამაცობა და სულგრძელობა ასეთი პატარა ასაკის გოგონასთვის მართლა გასაოცარია. როგორც ეხლა ირკვევა, რამოდენიმე თვის განმავლობაში ის შეშინებული და განერვიულებული იყო, მაგრამ ამხელა განსაცდელს მარტო დაუპირისპირდა და თავისი საყვარელი ოჯახი და ახლობლები დაიცვა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ამიტომ ამ ოჯახს მთელი საქართველო უნდა დაუდგეს გვერდით, რომ ეს საქმეც გამოუძიებელი არ დარჩეს, როგორც ბევრი დანარჩენი.

ჭორლეონე   (04.08.2020)
ბოდიში თამარ ყველაფრისთვის, ბოდიში მოღალატე ქართველობისთვის, გადაგვარებული გენისთვის, იმისთვის რომ შენისთანა ბავშვებს ვერ ვუფრთხილდებით და შენი სატკივარი არასდროს ყოფილა ჩვენი. ბოდიში პატარა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×