რეზონანსი
04.08.2020

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო, ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და ხიდიდან გადავარდა. მდინარეში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პროცესში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას.

მომხდართან დაკავშირებით ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×