რეზონანსი
04.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის დისკრედიტაცია იგეგმება. 

ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ვერსიით ცდილობენ თამარ ბაჩალიაშვილი შეურაცხად პიროვნებად წარმოაჩინონ. 

“რამდენადაც გავიგე ჩემი შვილის დისკრედიტაციას აპირებენ. თუ უნდათ, აგერ ღია ცის ქვეშ ვზივარ და მომკლან ამისთვის, გინდაც სნაიპერი დაიქირავონ, ჩემი შვილის დისკრედიტაციას არ დავუშვებ, რაც არ უნდა მოხდეს. გარდატეხის ასაკში უჭირდა ჩემ შვილს და 12 წლის ბავშვს მისცეს ისეთი წამალი, რომელიც არ უნდა მიეცათ. ამის გამო იაშვილის კლინიკაში იწვა. ჩემ შვილს ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ უაღრესად პატიოსანი იყო” - განაცხადა თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა და პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდა. პატრიარქმა ოჯახს ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე კურთხევა მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×