რეზონანსი
03.08.2020

ბიჭებს შორის კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიყო, სადაც ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა.

ერთ-ერთი თვითმხილველი „პრაიმტაიმის“ მოუყვა, ამან ბუსას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა. მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლში წავიდა, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.

„კურიერმა“ კი იმ გოგოს სურათი გაავრცელა, ვის გამოც ზურაბ ჟვანიას შვილსა და გოგი თოფაძის შვილიშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

ამასთან, ambebi.ge-სთან საუბრისას ბუსა ჟვანიას და ლევან თოფაძის საერთო მეგობარი, რომლის ვინაობაც უცნობია ამბობს, რომ ბუსა თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მი­ვი­და, რო­მელ­საც ორი თვის წინ და­შორ­და.

„ერ­თმა­ნე­თი წლე­ბი უყ­ვარ­დათ, გო­გოს ბუ­სას ოჯა­ხიც იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რა დღე­შია. ის და ლე­ვა­ნი­კო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არ მიკ­ვირს, რომ მათ­თან სტუმ­რად იყო, რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ.

მი­ზე­ზი რა გახ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და ამას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და.

იმ ღა­მე­საც ალ­ბათ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნი­კოს­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იქ იყო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მი­ა­კი­თხა თო­ფა­ძე­ებს სახ­ლში“, – ამბობს მეგობარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლაშა   (04.08.2020)
უხ, ამას კი გახეთქავდა კაცი მწიფე საზამთროსავით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×