რეზონანსი
03.08.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესტირება დასრულდა და ჯამში, ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ყველა დასაქმებული, 4700-ზე მეტი პირი დაიტესტა.

ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები იკვლევენ იმ ოჯახის კონტაქტებსაც, რომელიც ასევე უკავშირდება აღნიშნულ ბაზრობას და შესაძლოა, ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებული სტატისტიკა კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება ე.წ. დინამოს ბაზრობას, ამირან გამყრელიძის თქმით, იქ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500-მდე ადამიანი დაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია.

„იგივე პრინციპით, 500-მდე ადამიანის გამოკვლევა მიმდინარეობს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც ეპიდემილოგები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ. ეპიდვითარების გათვალისწინებით დაიგეგმება სხვა ბაზრობების კვლევაც“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევებიდან ყველას ინფიცირების წყარო დადგენილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×