რეზონანსი
03.08.2020

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ილუზია, რომ მარტო მოვა ხელისუფლებაში, თუმცა „ეს ვერ მოხდება".

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" „მძიმე შეცდომა დაუშვა", როდესაც უარი თქვა რეგიონებში საერთო მაჟორიატრების კანდიდატების დაყენებაზე.

„თბილისის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. „ევროპული საქართველო" ვთვლით, რომ რეგიონებში, საკვანძო ოლქებში, შეთანხმება იქნებოდა სწორი იმიტომ, რომ ეს შეამცირდება იმის რისკებს, თუ როგორ მოიქცევა ივანიშვილისნაირი არასტაბილური რეჟიმი პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რამდენ შარში გახვევს ქვეყანას. ეს ივანიშვილს ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ყველა შემთხვევაში ის დამარცხდება, ოღონდ არის უფრო სარისკო სცენარები და ნაკლებად სარისკო და ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მძიმე შეცდომა დაუშვა, ამას ამომრჩეველი შეაფასებს, როცა ასეთ გონივრულ შეთავაზებაზე თქვა უარი იმ ილუზიით, რომ ისინი მარტო მოვლენ ხელისუფლებაში. ვერ მოვლენ მარტო, ეგ ვერ მოხდება. სამწუხაროა, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს, მაგრამ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებან გვაქვს კონსულტაციები", - აღნიშნა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×