რეზონანსი
03.08.2020

ოჯახისთვის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, როდესაც გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს, მას ფეხსაცმელი არ ეცვა და სამართალდამცავებმა ბაჩალიაშვილის ფეხსაცმელი, მოგვიანებით, ავტომანქანის სალონში იპოვეს.

„ყველაფერი კითხვის ნიშანს და ეჭვს ბადებს. შესაბამისად ფეხსაცმლის ექსპერტიზაც ტარდება და იმედი მაქვს გამოძიება გაგვცემს სრულყოფილ პასუხს", - ამის შესახებ ტვ. „პირველს" თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე საკმაოდ ბუნდოვანია და დღითი-დღე ახალი გარემოებები ჩნდება. რამიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×