რეზონანსი
03.08.2020

გამარჯვებისა და სწრაფი ცვლილებებისთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა გვჭირდება და არა ტალახის სროლა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მასზე გაკეთებული განცხადებების გამო.

„მინდა, მივმართო მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიყოთ და წარსულში კი არ უნდა ვიბრძოლოთ მომავალზე, არამედ ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ვფიქრობ, 8-წლიანმა გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, რომ ერთპარტიულ ინტერესებს კი არა, არამედ ხალხის ინტერესს აქვს მნიშვნელობა. ჩვენი მორალური კომპასიც ეს არის. ჩვენ ნათელ მხარეს ვართ და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების პარტიამ" საქართველოში შემოიტანა", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პარტიულ ინტერესებზე წინ სახელმწიფო ინტერესები დააყენონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×