რეზონანსი
03.08.2020

მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მას ახლობლები. მაშველები და სოფლის მოსახლეობა მე-17 დღეა უშედეგოდ ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ღონისძიებებში, მოზარდის გაუჩინარების მეორე დღიდან დღემდე, 80 მაშველია ჩართული. მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ენგურჰესის კაშხალის აუზშიც მიმდინარეობს.მოზარდი სახლიდან ველოსიპედით 18 ივლისს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს.

შსს-მ ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×