რეზონანსი
03.08.2020

საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილს პანაშვიდი გაუდახადეს - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოს დატოვებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქმა ოჯახს წესის აგების უფლება მისცა. შეხვედრას პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა.

საპატრიარქოში მეუფე შიოსთან და მღვდელმთავრებთან შესახვედრად ბაჩალიაშვილის მშობლები, ძმასთან ერთად დღეს მივიდნენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×