რეზონანსი
03.08.2020

„გადავწყვიტეთ, რომ მისი სახელობის სტადიონზე გაიზარდონ პატარა ანგელოზები და მიაღწიონ იმას, რასაც ვერ მიაღწია გიორგიმ. ამით გაიხარებს ყველა, ვინც წუხს და სტკივა ის, რაც მოხდა",- ამის შესახებ კლუბ „საბურთალოს" პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა სტადიონის გახსნის შემდეგ განაცხადა.

როგორც იგი ამბობს, სტადიონის გახსნასთან ერთად, მომავალი წლიდან იგეგმება, რომ ჩატარდეს გიორგი შაქარაშვილის სახელობის ტურნირები.„ბუნებრივია ყველა ვაცნობიერებთ, რომ იმ დიდ ტკივილს ვერავინ შეუცვლის ვერც მშობლებს და ვერც ჩვენ, თუმცა სტადიონის გახსნაც გიორგის სახელზე და თითოეული ნაბიჯი, რომლესაც გადავადგამთ მისი სახელის უკვდავსაყოფად მხოლოდ არის მცირედი ნუგეში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი სახელობის სტადიონზე გაიზარდნენ პატარა ანგელოზები და მიაღწიონ იმას, რასაც ვერ მიაღწია გიორგიმ. ამით გაიხარებს ყველა, ვინც წუხს და სტკივა ის, რაც მოხდა.

ეს პატარები ყოველთვის გაიხსენებენ, რომ გაიზარდნენ შაქარას სტადიონზე. ჩვენ ამით არ ვაპირებთ შემოფარგვალას და ვაპირებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ტურნირი მოვაწყოთ ხოლმე რეგულარულად და ბევრს მიეცემა საშუალება ითამაშოს, მათ შორის უცხოელებს.

მომავალი წლიდან 21 ნომერი მაისური მოთავსდება მუზეუმში და ის მაისური იქნება შაქარასი. ყველას ეცოდინება, რომ ის ჩვენთან ერთად იქნება და გაიმარჯვებს ჩვენთან ერთად",- ამბობს კლუბის პრეზიდენტი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×