რეზონანსი
03.08.2020

თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 მცირეწლოვანი ბავშვია.

ერთმანეთს სამგზავრო მინივენი და „აუდის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 8-ვე მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს.

„გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სასწრაფო დახმარების ჯგუფების მიერ შემოყვანილია 8 პაციენტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე პაციენტებს უტარდებათ გამოკვლევები. ყველა კვლევის დასრულების და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდგომ, სავარაუდოდ, ყველა პაციენტი დატოვებს კლინიკას", - განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას (რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×