რეზონანსი
03.08.2020

„სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. სულ მცირე, მომავლის პოლიტიკაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს პარლამენტში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ ძალა, რომელიც ამბობდა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა, ერთი წლის განმავლობაში იყო რეალურად გასული მომსახურების ზონიდან – არ ესწრებოდა სხდომებს, არ მონაწილეობდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების განხილვებსა და პოლიტიკურ დებატებში. მან საზოგადოებას დაპირება მისცა, რომელიც არ შეასრულა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება, მთავარი ოპოზიციური ძალა ისეთი პარტია იყოს, რომელიც დილით საზოგადოებას ეუბნება, რომ მხარს უჭერს საკანონმდებლო ცვლილებებს და საღამოს ეუბნება, ხმას ვერ აძლევს, მაგრამ მხარს ისევ უჭერს. ეს არის რეალურად გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. ვინც საზოგადოება მოატყუა და მხარი არ დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს, რის გამოც ხელისუფლებას თვეების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, ეს ხალხი წარსულსა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. პოლიტიკური სივრცე გახსნილია, ამისთვის დემოკრატიული ცვლილებები განვახორციელეთ. ჯანსაღ ოპონირებაზე ორიენტირებულ ძალებს მივესალმებით, რომელთა ინტერესი პირველ რიგში არის საქართველოს ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული განვითარება და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (03.08.2020)
Ва, нахет ла маглад лапалакобс ес патала цуглумела нацбичуна. Егле ла Алчил джан, миди миацеки маглад тан шенебулад.

ჭორლეონე   (03.08.2020)
ეს ამება ნახე რა. შე ქათამო პოეტესა, ვინ გეკითხება რამეს. წადი შენნაირ სოფლელს ლექსები უძღვენი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×