რეზონანსი
03.08.2020

2 აგვისტოს გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილმა ბესარიონ, იგივე ბუსა ჟვანიამ დაჭრა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, მუსიკალურ ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიყო, სადაც ლევან თოფაძე ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა. ფაქტმა ბუსა ჟვანია გააღიზიანა, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, თავის საცხოვრებელ სახლში წავიდა.

„ამის შემდეგ ბუსამ დაურეკა ლევანს და უთხრა იმას (ყოფილი შეყვარებული) შენთან ერთად რა უნდოდაო. თოფაძემ უპასუხა, რომ სახლში იმყოფებოდა და თუ რამე აინტერესებდა, შეეძლო ასულიყო მასთან. მერე რაც მოხდა კი იცით“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლევან თოფაძის მეგობარი.

მომხდარის დაახლოებით იგივე ვერსიაზე საუბრობს ბიზნესმენი გოგი თოფაძეც.

„ეს ქალბატონი და ეს ვაჟკაცი ვინც იყო, რამოდენიმე წელი იყვნენ ერთად, მერე თურმე, ერთმანეთს გაცილდნენ“, – განაცხადა თოფაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (03.08.2020)
რა გაჩხუბებთ ამ ქალების ცვენაში კონა ათიშაური ღირს. ეს უკვე მეორე შემთხვევა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×