რეზონანსი
03.08.2020

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ, ბიზნესმენ ლევან თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრა. იგი სხვა დროსაც ყოფილა შემჩნეული ჩხუბსა და სკანდალებში.

„ალიას“ ინფორმაციით, 2015 წელის ბუსა ჟვანიამ პოლიტიკოს გია ბარამიძეს სცემა. ბათუმში ბარამიძემ ზურაბ ჟვანიას შესახებ დაუწყო ბუსას საუბარი და აღნიშნა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი იყო. ამ სიტყვებმა ბუსა განარისხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბარამიძეს.

„გეტყობათ ყველას, როგორი მეგობრებიც იყავით და როგორი მეგობრობაც გაუწიეთ მამაჩემს, არაკაცები ხართ და კიდევ ბედავთ, თავს იმართლებთ და შავზე მიმტკიცებთ, თეთრიაო. თქვენ მამა მომიკალით, თქვენი ცხოვრებით შეურაცხყოფთ მამაჩემის სულს, ყველამ იცოდეთ, არ გაპატიებთ და განაჩენსაც მე გამოგიტანთ!“- თქვა მაშინ ბუსა ჟვანიამ.

მეორე დღეს კი ბარამიძე შეტყობინებას უგზავნიდა ბუსას. „ეს რა გამიკეთე, ბუსა? მე რატომ? რატომ?“- წერდა ბარამიძე.

«ნაციონალური მოძრაობის» წევრებისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა, მხოლოდ რამდენიმე ლიდერისთვის იყო ცნობილი ინციდენტის დეტალები, თუმცა მკაცრად ასაიდუმლოებენ ბარამიძის ცემა-ტყეპას. ინციდენტის ავთენტურობისა და დეტალების დასადგენად, «ალია» ბუსა ჟვანიას დედას, ქალბატონ ნინო  ჟვანია-ქადაგიძეს დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ტელეფონი მალევე გათიშა.

ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×