რეზონანსი
03.08.2020

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილი არ აპირებს პარლამენტის წევრობას და თანამდებობის დაკავებას არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. 

"ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს "ქართული ოცნება" - რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის.

დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება. 

ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის,"-ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
Jema   (03.08.2020)
Linda avadmyopi xar shvilo shen...es orgvamia pirsisxliani gamorcheuli ggonia..mogityant seqta...

Jemala   (03.08.2020)
Shen ojaxs sheveci ,sisxlis msmelo goro.shen da sheni nabozari megobrebi enatreba magenis ojaxs sheveci..ar damrtavrda es saxeebi..nagavshi es orgvamiebi...

linda   (03.08.2020)
გამორჩეული პიროვნება ბრძანდებით!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×