რეზონანსი
03.08.2020

თოფაძეების ადვოკატი, გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ამ მომენტისთვის ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია ისაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მძიმე მდგომარეობაში იყო. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. დღეს გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში და ეს მოცემულობა გვაქვს. ოპერაცია ჩაუტარდა, საკმაოდ მძიმე ოპერაცია იყო, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×