რეზონანსი
02.08.2020

გოგი თოფაძის შვილიშვილი სავარაუდო დამნაშავეს შორდან იცნობდა.

როგორც თოფაძე აცხადებს, „დი­ლის 5:00 სა­ათ­ზე დაჭ­რეს, სახ­ლში შე­მო­უ­ვარ­დნენ ჩემს შვილს.  ჩემ­თან სახ­ლში მე-4 სარ­თულ­ზე, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ, გო­გო­ე­ბიც ჰყავ­დათ, ბი­ჭე­ბიც, ქე­ი­ფობ­დნენ, შე­მო­ვარ­და ის კაცი. მა­ნამ­დე და­უ­რე­კა ერთ-ერთს, ქალს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იყო, რა­ღაც აინ­ტე­რე­სებ­და ეტყო­ბა.

„ეს ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დაჭ­რა, არ იყო სტუ­მა­რი, და­უ­რე­კა ერთ-ერთ სტუ­მარს, ეს არი­სო მან­დო? კი, ჩვენ ვარ­თო და გა­მო­ვარ­და, ეზო­დან შე­მო­ვი­და. ამ პი­როვ­ნე­ბას მგო­ნი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი შო­რი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ იმას აინ­ტე­რე­სებ­და აქ სხვა, ქალ­ბა­ტო­ნი აინ­ტე­რე­სებ­და, ამი­ტომ გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი - არ ვიცი, ასე მე­უბ­ნე­ბი­ან მა­გის ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი“.

გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მელ­მაც უშუ­ა­ლოდ თო­ფა­ძე დაჭ­რა, არის ზურა ჟვა­ნი­ას შვი­ლი.

"პრაიმტაიმის" კითხვაზე ამბობენ ზურაბ ჟვანიას შვილიაო, თოფაძემ უპასუხა „არ ვიცი გენაცვალე, ვერაფერს ვერ გეტყვი. მე იმას არ ვიცნობ, მაგრამ ითქვა თითქოს ზურაბ ჟვანიას შვილი დაესხა თავს ჩემს შვილიშვილს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×