რეზონანსი
02.08.2020

ამორალურია ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა, ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებულ კითხვას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, აღნიშნული საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა.

"ეს არის ნამდვილად ტრაგედია მშობლებისთვის, საზოგადოებისთვის და ბუნებრივია, ოჯახის ერთადერთი მოლოდინი არის ამომწურავი გამოძიება და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება. სამართალდამცავებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ამომწურავად გამოიძიონ ეს საქმეები და მისცენ პასუხისგებაში დამნაშავეები. თუ ჩვენ გვსურს, მართლწესრიგი და გვსურს დანაშაულის დონე შევამციროთ ქვეყანაში, ვებრძოლოთ მომავალშიც ასეთი ტიპის დანაშაულებს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ორივე შემთხვევაშიც მართლმსაჯულება ბოლომდე და ეფექტურად განხორციელდეს. სამართალდამცავებს აქვთ სრული მხარდაჭერა ამაში და შემდგომ უკვე ჩვენ დაველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს თითოეულ საქმესთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ რა თქმა უნდა, ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. საზოგადოების და ოჯახების ინტერესი ორივე საქმეზე არის ლეგიტიმური და ჩვენ, როგორც ხელისუფლება რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ ის, რაც ფაქტებით იქნება დადგენილი. მესმის, რომ მედიას სურს უფრო სწრაფად თქვას ვერსიები, უფრო სწრაფად წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიებას სჭირდება მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, ვერსიების გადამოწმება, მოწმეთა გამოკითხვები და ამას ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მედიის მხრიდან ვერსიების დასახელებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
linda   (03.08.2020)
თქვენ არა ხართ ამორალურები, ერთი უბედური შემთხვევა თითზე, რომ დაიხვიეთ და 4 წელიწადი მხოლოდ მაგას გაჰყვიროდით!? როგორ ყველაფერი გავიწყდებათ უზნეო კაცუნებო.

ИНЦИТАТУС   (02.08.2020)
Нурц ландзгавт да нурц агинебт ам бичс, хом ицит ром гонеба члунги инвалидис ландзва-гинеба цодваши итвлеба. Талаквадзе! ертхел маинц ткви исети рам, ром 1-2 дадебити коментари моипово.

ჭორლეონე   (02.08.2020)
შენი დედას შევთხარე, გააკეთე მერე ისე რომ ვერ გამოიყენონ, გამოიძიე სწრაფად ისე რომ კითხვები არ დატოვოთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×