რეზონანსი
02.08.2020

დაბა სურამში, მეუღლის მიერ მოკლული 3 შვილის დედის ოჯახის ადვოკატის, ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირი ცდილობს თავი შეურაცხადად წარმოაჩინოს, რასაც ადვოკატებიც უწყობენ ხელს.

წულეისკირის თქმით, ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება მოწმობს იმაზე, რომ პიროვნება დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.

"მინდა მოგახსენოთ სურამში 6 ივლისს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც ქმარმა საკუთარი მეუღლე მოკლა. აღნიშნული პიროვნება დღეის მდგომარეობით ცდილობს თავი წარმოადგინოს, როგორც შეურაცხადი, ანუ ადვოკატები და თვითონ მისი ქმედებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმართულია იმისკენ, რომ წარმოჩინდეს თითქოსდა, ეს პიროვნება არის შეურაცხადი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი შესაძლო მტკიცებულებები და ასევე ფაქტობრივი მტკიცებულებები საპირისპიროს მოწმობს. შესაძლებელია, ვთქვათ, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩადენის დროს იყო სრულიად გაცნობიერებული და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩადენის მომენტში აღნიშნული პიროვნება იყო შერაცხადი. ამ საკითხის დასადგენად ექსპერტიზა რამდენიმე დღეში ჩაინიშნება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას გარკვეულ წრეებში ჰყავს თანამდებობის პირები და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თუ ვინმე შეეცდება, რომ გამოძიებაში შეიტანოს რაიმე ცვლილება, რაიმე სახით ჩაფარცხოს აღნიშნული საქმე ან ნებისმიერი საშუალებით ექსპერტიზაზე მოახდინოს ზეგავლენა, ჩვენ ყველა ამ პიროვნებას ვამხელთ. ოჯახის წევრებს გააჩნიათ შესაძლო რესურსი, რომ ჩვენ მივიწვიოთ უცხოეთიდან ექსპერტები და ალტერნატიულ ექსპერტიზებს ჩავნიშნავთ საჭიროების შემთხვევაში. ხასგასმით მინდა ავღნიშნო, რომ პიროვნება დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო. ამას მოწმობს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და ყველა ის შესაძლო მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია საქმეში", - განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×