რეზონანსი
02.08.2020

ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი შემთხვევა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოხდა:

"გავაფრთხილეთ ადამიანები, რომ ზღვაში არ შესულიყვნენ, მაგრამ, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, ნაკლებად გვიჯერებენ. ის იყო, ზღვაში შესაბამისი ფერის ალმები აღვმართეთ, რომ შტორმის გამო წყალში შესვლა აკრძალული იყო, დახმარებისთვის მოგვმართეს მოქალაქეებმა. ახალგაზრდა ქალბატონი შევლას ითხოვდა.

უცებ გავეშურეთ შემთხვევის ადგილზე და ეს მოქალაქე სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. საღამოსაც ძლიერი ღელვა იყო და კიდევ ერთხელ დასჭირდათ ჩვენი დახმარება. ამჯერად მამაკაცი ითხოვდა შველას. უცებ მივვარდით, ალბათ, ნახევარი წუთი რომ დაგვგვიანებოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

დილით გადარჩენილი ქალბატონი და საღამოს გადარჩენილი მამაკაცი ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ბავშვი ჰყოლიათ მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებების გამო ჩამოყვანილი და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა მათ თავს. 

გავიდა ორი დღე და მოულოდნელად სამაშველო კოშკურასთან ეს ცოლ-ქმარი გვესტუმრა, ფოთელები აღმოჩნდნენ, მადლიერების ნიშნად ტორტი მოგვიტანეს, წარწერით – ,,მაშველი გიშველის”, - განუცხადა "გურია თუდეის" ერთ-ერთმა მაშველმა, რომელიც ცოლ-ქმრის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (02.08.2020)
რა აქვთ ტვინში,რატომ აგდებენ მაშველების სიცოცხლეს საფრთხეში.მაგათ კიდევ დასჭირდებათ წყლიდან გამოთრევა ეტყობათ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×