რეზონანსი
01.08.2020

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბესიკ კილასონია განცხადებით, შესაძლოა 19 წლის გიორგი შაქარშვილს ტრაგიკულ ღამეს კონფლიქტის დროს ვიღაც პირზე ხელს აფარებდა.

კილასონიამ „ტვ პირველის“ ეთერში რამდენიმე საეჭვო გარემოებაზეც ისაუბრა.

„აღწერილია ტარდიას ლაქები ფილტვებში მრავლობითი, რომელიც ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. სავარაუდოდ მას წიხლებს ურტყამდნენ და მეორე ადამიანი კი პირზე ხელს აფარებდა, რა დროსაც ის სავარაუდოდ გაითიშა, წყალში გადაგდების შემდეგ კი მოხდა ასფიქსია. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია”, - აღნიშნა ბესიკ კილასონიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×