რეზონანსი
01.08.2020

ახალქალაქში, სოფელ ხოსპიოსთან 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის სატვირთო ავტომობილით ელექტროენერგიის კაბელს წამოედო და ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშაობდა და შემთხვევის დროს თავის მოვალეობას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×