რეზონანსი
01.08.2020

მთელი დღეა ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე საცობია. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეს სანტრანსპორტო რეფორმის პირველი დღეა და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. მისი აზრით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მოძრაობა რამდენიმე დღეში დარეგულირდება.

„თბილისის სანტრანსპორტო პოლიტიკა დღეს რეფორმის ეტაპზეა. ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან საზოგადოებროვ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე გადავდივართ. ეს პროცესი გარდამავალ ეტაპზე, გარკვეულწილად, დისკომფორტის შემცველია. ეს არის ერთადერთი უალტერნატივო და სწორი გზა. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საბაბს ვერ ვხედავ.

რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირს, დღეს არის რეფორმის პირველი დღე და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. ერთი წლის წინ მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე დანიშნულების ადგილამდე კონკრეტული მარშრუტით მიდიოდნენ, დღეს კი მოძრაობის სქემა მთლიანად შეიცვალა. ამას შეიძლება ერთი ან ორი კვირა დასჭირდეს, ამიტომ დღევანდელი დღით შეფასება არასწორია“, – განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
-----   (02.08.2020)
გაგებით მოეკიდეთ ხალხოოოოო, გაგებიიიით თორე ევრო პიდარასტები ჩამოვლენ და გზებს გახსნიან, უკანალებს ამოგიქოლავენ ოოოოოოო ბორიიიიიიიის


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×