რეზონანსი
01.08.2020

ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპირტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ნაკლები საცობი და დაბინძურება გვქონდეს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას, ხმალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„რეფორმის შედეგად, ჭავჭავაძის გამზირს 1 საათში დაახლოებით, 8 ათასით მეტი ადამიანის გატარება შეუძლია. ეს არის ის მთავარი კრიტერიუმი, რითაც უნდა შევაფასოთ. ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპირტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჰქონდეს მაღალი გამტარუნარიანობა, გვქონდეს ნაკლები საცობი და ნაკლები დაბინძურება.

თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის მთავარი დაკვეთა იყო საცობისა და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარება. თუ ჩვენ არ მოვინდომეთ, რომ ქალაქში ნაკლებმა მანქანამ იაროს, ჯადოსნური ჯოხით ხომ ვერ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას ან როგორ განვტვირთავთ საცობებს?!“, – განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (02.08.2020)
ნათელ მაგალითს ხალხი გაჩვენებთ მალე !!!ეს გარეწრები უკვე დაგვცინიან და თეთრზე,შავს იძახიან!!საერთოდ გაიწყვიტეს შუბლის ძარღვი!!

დათუნია   (01.08.2020)
ტანჯვითა და წამებითა მოიპოვე გზაზე მიძრაობაი შენი:)

თბილისელი   (01.08.2020)
გვეკაიფება მგონი ხო?არჩევნებს რო წააგებთ თბილისს მერე გაეცით ბიძოსაც და ხალხსახ პასუხი.ყველას გვეჩვენება რო საცობუა და ამან განიტვირთა მოძრაობაო.ანუ თეთრი შავიაო.

რეალობა   (01.08.2020)
ეს ბლანჟიანი მაზოქისტია აშკარად


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×