რეზონანსი
01.08.2020

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეში - ვინ არის პირი, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს რამდენჯერმე დაურეკა, მათ შორის ღამით, ჩხუბის შემდეგ - უცნობია.

საქმეში არსებული სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ კომუნიკაციას ეს პირი, ორივე მხარესთან რამდენჯერმე ცდილობდა.

"კურიერი" დაახლოებით ერთი კვირაა ცდილობს გაიგოს ვის ეკუთვნის ნომერი, რომელიც საძიებო სისტემაშიც აღარ იძებნება. 18 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, აღნიშნულ ნომერზე 113 ზარი ფიქსირდება. პირველი ზარი ხორციელდება გიორგი ქათამაძესთან, შემდეგი კი, ე.წ საბურთალოელებთან და ნაძალადეველებთან.

აღსანიშნავია, რომ ნომერი საძიებო სისტემაში იძებნებოდა, როგორც "მამა გელა". ირკვევა, რომ საქმეში 3 პირი ფიგურირებს, ერთს კი გელა ჰქვია, ეს გახლავთ საბა გოგშელიძის მამა. საბა არის ერთ-ერთი ბრალდებული საბურთალოდან, რომელსაც გამოძიება ძალადობას ედავება.

გელა გოგშელიძე ამბობს, რომ ნომერი არც მას და არც მისი რომელიმე ოჯახის წევრს არ ეკუთვნის. მეტიც, ის ამბობს, რომ მის შვილს ინციდენტის დღეს ტელეფონი საერთოდ არ ჰქონია.

იმავეს ამბობს საბა გოგშელიძის ადვოკატიც და აღნიშნავს, რომ ნომერი არ ეკუთვნის არც საბას და არც ვინმეს მისი საახლობლოდან.

"ჩვენთვისაც უცნობია, ვისი ტელეფონია, უშუალოდ ჩვენი ახლო წრიდან ვინმეს ტელეფონიც არ არის. საბას იმ დღეს ტელეფონი საერთოდ არ წაუღია და შესაბამისად, არც ჰქონდა შემთხვევის დროს. ლაშა მის ახლო მეგობრებს ურეკავდა, რომ გაეგო, სად იყვენენ და როგორ იყვნენ. ჩვენ შიდა მოკვლევა გავაკეთეთ და ამ ნომერს არავინ პასუხობს,"- აცხადებს საბა გოგშელიძის ადვოკატი არჩილ დეკანოზიშვილი.

დაინტერესდა თუ არა ამ ნომრით გამოძიება, ჯერჯერობით, უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×